მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დედოფლისწყაროში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ
31 მარტი, 2015
დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე, სამხედრო ნაწილის ყოფილ შენობაში მცხოვრები თამილა გურაშვილი სამი წელია, რაც უსახლკაროდ არის დარჩენილი. ამჟამად ის თავის დედასთან და შვილთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი 20 წელი ცხოვრობდა, 2012 წელს მოუხდა.
მსჯავრდებული გიორგი მარსაგიშვილი დახმარებას ითხოვს
30 მარტი, 2015
23 მარტს ბათუმის №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, გიორგი მარსაგიშვილმა განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს. პატიმრი №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე წერს. მისი თქმით, დაწესებულებაში არსებულ კარცერებში სპეციალურად არის შექმნილი სიცოცხლისთვის საშიში ვითარება.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
30 მარტი, 2015
24 მარტს, გურჯაანში მცხოვრებ ვაჟა უტიაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავს. ხუროშვილის განცხადებით, ვაჟა უტიაშვილი უდანაშაულოა, განაჩენი არაკანონიერია და იგი აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
მრგვალი მაგიდა - „ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემები“
30 მარტი, 2015
26 მარტს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების განხილვა მოაწყო. დისკუსიის მონაწილეებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებით შექმნილი გარემოს დაბინძურების პრობლემები განიხილეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაპირისპირება ქუთაისის ოპერის თეატრში
27 მარტი, 2015
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თანამშრომლებს შორის დაპირისპირება კონფლიქტში გადაიზარდა. მიზეზი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტია, რომელიც დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის თანამდებობოდან წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა.
სათანადო საცხოვრისის უფლებას მოკლებულნი
25 მარტი, 2015
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - „სათანადო საცხოვრისის უფლება“ თანახმად, თბილისში არსებული 401 ობიექტი 9 805 ოჯახს წლების განმავლობაში თვითნებურად აქვს დაკავებული. აქედან 4 170-მა ოჯახმა შენობაში დაკავებული ფართი დაიკანონა, 5 635 ოჯახი კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს იქ ცხოვრებას. ობიექტებში თვითნებურად შეჭრილ მოქალაქეთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია.
არასრულწლოვნები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში
25 მარტი, 2015
2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულია 83 არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.8%-ს უტოლდება. 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სულ პენიტენციალურ სისტემაში 36 ბრალდებული, ხოლო 47 მსჯავრდებული არასრულწლოვანია განთავსებული. ყველა მათგანი მამრობითი სქესისაა.
იეჰოვას მოწმის გამართლების შემდეგ პროკურატურამ გაურკვეველი გამოძიება დაიწყო
23 მარტი, 2015
„2015 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ მიერ მითითებული იყო დაბა ასპინძაში მცხოვრები გელა და ლელა შველიძეების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“
პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში
20 მარტი, 2015
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 372 პირი იყო განთავსებული, აქედან 10 091 კაცი, ხოლო 281 ქალია.
ზიანის შემცირების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ
19 მარტი, 2015
საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალური ფონდი“, რომელიც საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამებს აფინანსებს, 2015 წლის ბოლოს დაფინანსებას მნიშვნელოვნად ამცირებს, 2018 წლიდან კი, დიდი ალბათობით, ქვეყნიდან საბოლოოდ გადის.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქალები უფლებებისთვის იბრძვიან: „ჩვენ გვინდა ხმა“
17 მარტი, 2015
1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს ქალების მთავარ მიზანს თანასწორი საზოგადოების შექმნა წარმოადგენდა - ეს იყო მსოფლიოს პირველი კომუნისტური სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი.
შელაპარაკებების ფონზე - ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესი
12 მარტი, 2015
ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში თითქმის ორი თვეა დაკავებული უფლებადამცველების პროცესები მიმდინარეობს. 10 მარტს სასამართლომ 2014 წლის 8 აგვისტოს დაკავებული უფლებადამდცველის, ინტიგამ ალიევის საქმის განხილვა განაგრძო. პროცესის ძირითადი ნაწილი დაცვის მხარის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოწმის დაკითხვას კი დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი გადადო.
რეპატრირებულ მესხებს ბინადრობის პრობლემები ექმნებათ
11 მარტი, 2015
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა სახლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
სოფელ ვარიანის მკვიდრი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს
11 მარტი, 2015
9 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრებ ზუბაშვილებთან შსს ვარიანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და გენადი ზუბაშვილს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს.
14 დაკითხული და არცერთი ბრალდება
10 მარტი, 2015
ბაქოს სასამართლო აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს. 5 მარტს უფლებადამცველის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. რაც უფრო მეტი ადამიანი იკითხება პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების შესახებ, მით მეტი კითხვა ჩნდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარმოადგინა
10 მარტი, 2015
6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა თსუ-ში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ნინო გვენეტაძესთან
10 მარტი, 2015
12 მარტს, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან.
მშენებლობა, რომელსაც მოსახლეობა ორი წელია უშედეგოდ აპროტესტებს
5 მარტი, 2015
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის 25 აპრილს ასათიანის ქ. №10-ში (ნაკვ. 14/012 -ზე) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მშენებლობის დაწყების მიზნით 200-ზე მეტი წიწვოვანი ხე გაჩეხეს.
ყოფილ პატიმრებს უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ
5 მარტი, 2015
2013 წლის იანვრის თვეში საყოველთაო ამნისტია განხორციელდა, რომელიც დაახლოებით, 17 000 მსჯავრდებულს შეეხო. ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულება 8 212 -მა მსჯავრდებულმა დატოვა. შესაბამისად, უმუშევართა რიგებს ნასამართლევი პირებიც შეემატნენ.
კომპანია RMG-ის თანამშრომლები პროფკავშირებს ტოვებენ - ხორციელდება თუ არა ზეწოლა თანამშრომლებზე
2 მარტი, 2015
26 თებერვალს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ბოლო პერიოდში კომპანია RMG-ის საწარმოებში განვითარებული მოვლენები იყო, კერძოდ კი, პროფკავშირების წევრებზე კომპანიის მხრიდან ზეწოლის, დევნისა და იძულების ფაქტები.