წუხელ გვიან ღამით ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ლაგოდეხის რაიონული შტაბის აქტივისტს იმედა ტყემალაძეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლაგოდეხის რაიონულ შტაბში აცხადებენ, რომ იმედა ტყემელაძის ცემის მიზეზი, მისი გაჩეჩილაძისადმი მხარდაჭერა გახდა.
დაზარალებულ იმედა ტყემელაძეს ტვინის შერყევა და სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, - იუწყება რადიო "ჰერეთი".
წყარო: მედიანიუსი