საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაგეგმეს და კიდევ 10-15 ადამიანის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ოქრუაშვილმა რუსულ გამოცემა “ვლასტს” განუცხადა, ლიკვიდირებულთა დიდი ნაწილი ცნობილი პიროვნება არ იყო და ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოლიციის ოფიციალურ დასკვნას, ოქრუაშვილის აზრით, “ბრიტანელები სხვანაირად არც მოიქცეოდნენ, რადგან მათ ლიტვინენკოს შემდეგ, მეორე სკანდალი არ აწყობთ.”
ყოფილი თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე 2012 წლამდე წარდგება და ყველაფერზე პასუხს აგებს.
წყარო: მედიანიუსი.