13:55, Saturday, 07.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პან გი მუნი მოუწოდებს, ბოლო მოეღოს იმ ადამიანთა დაუსჯელობას, რომლებიც თავს ესხმიან ჟურნალისტებს

02.05.2008
 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა

1 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ - იორკში,  გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტისა და იუნესკოს ეგიდით, გაიმართა სპეციალური სხდომა, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო  დღეს მიეძღვნა.
1993 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1991 წელს გამართული იუნესკოს 26-ე გენერალური კონფერენციის რეზოლუციის საფუძველზე,  3 მაისი  პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
რეზოლუციაში, სახელწოდებით, „მსოფლიოში პრესის თავისუფლების  უზრუნველყოფა“,  აღიარებულია, რომ თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი პრესა წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ კომპონენტს.  
 
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საზოგადოებრივი ინფორმაციის საკითხებში კეიტაკა აკასაკიმ 1 მაისს გამართულ სპეციალურ სხდომაზე  წაიკითხა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მიმართვა.  პან გი მუნი მოუწოდებს,  უზრუნველყონ სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა „ყველასათვის თანაბრად“, და ბოლო მოეღოს იმ ადამიანთა დაუსჯელობას, რომლებიც თავს ესხმიან   ჟურნალისტებს.
გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდლომობა ყოველ ჩვენგანს შესაძლებლობას აძლევს,  გარდაქმნას თავისი ცხოვრება.
„ინფორმაცია, როგორც წყალი, ასაზრდოებს ადამიანს, ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა უზრუნველვყოთ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება და მასზე  ხელმისაწვდომობის თავისფლება“, აღნიშნავს  პან გი მუნი და შეახსენებს,  რომ ეს   უფლება გამყარებულია 60 წლის წინ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.
ამ უფლბის მნიშვნელობა კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ პირობებში, როცა  გლობალიზაციის ჩქარი ტემპები ხელს უწყობს    თავისუფალი, პლურალისტური, დამოუკიდებელი და პროფესიული მედია საშუალებების განვითარებას, ამბობს გენერალური მდივანი. ის  მიმართვაში აღნიშნავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია მშვიდობისა და დემოკრატიის საფუძველია.
პან გი მუნი ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას საერთაშორისო სამართალსა და თავად გაეროზე. გენერალური მდივანი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც იღწვიან, რათა სხვა ადამიანების ჭირ-ვარამზე მოუთხრონ, სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს და ასეთი დანაშაულობები, სამწუხაროდ, უმეტესწილად, გაუხსნელი რჩება,   დამნაშავენი კი დაუსჯელნი რჩებიან.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, და იმასთან დაკავშირებით, რომ წელს  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის  60 წლისთავს ავღნიშნავთ, მე, მოვუწოდებ მთელ  საზოგადოებას, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა პასუხისგებაში მისცენ ადმიანები, რომლებმაც  ჟურნალისტებზე თავდასხმით ჩაიდინეს დანაშაული“, აღნიშნულია გენერალური მდივნის მიმართვაში.
პან გი მუნი  გამოხატავს  თავის პატივისცემას იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც  რთულ და სახიფათო პირობებში ავრცელებენ დამოუკიდებელ და სანდო ინფორმაციებს.
პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი სხდომის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე იუნესკოს გენერალური მდივანი კოიტირო მაცურა.

წყარო: Media.ge

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC