07:22, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი ჟურნალისტის უფლების აღდგენას ითხოვს

30.07.2008
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსს და ჟურნალისტის უფლების აღდგენა მოითხოვა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ლაგოდეხის პოლიციას 2008 წლის 20 ივნისს მიმართა და გიორგი გველუკაშვილის მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა.  უნდა აღინიშნოს, რომ გველუკაშვილის საქმე წარმოებით არის შეწყვეტილი.

ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ უარი განუცხადა გელა მთივლიშვილს მასალების გაცნობაზე, იმ მოტივით, რომ "ის არ არის არც ბრალდებული, არც დაზარალებული და არც ადვოკატი".

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს პასუხი უსაფუძვლოა, რაც თავის მხრივ არღვევს ჟურნალისტის კონსტიტუციურ უფლებას, თავისუფლად მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.

ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წარმოებით შეწყდა, მოცემულ მომენტში ამ საქმეზე არ ხორცილდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საპროცესო მოქმედებები, კანონის შესაბამისად, საქმე სამმართველოს არქივში უნდა ინახებოდეს. ლაგოდეხის შს რაიონული სამმართველოს არქივში დაცულ დოკუმენტებთან დაკავშირებული საქმიანობა განეკუთვნება დაწესებულების ადმინისტრირების სფეროს, რის გამოც ამგვარი დოკუმენტები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.  მოცემულ ეტაპზე, რაიონული სამმართველო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებთან ერთად უნდა ახორციელებდეს საჯარო ინფორმაციის გაცემასაც.

სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე შეიცავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველ მონაცემებს, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით."

შესაბამისად, ლაგოდეხის რაიონული შს სამმართველოს მიერ გაცემული პასუხი უსაფუძვლოდ ზღუდავს ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის კონსტიტუციურ უფლებას, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია და ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. ვინაიდან, უარი - როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსს მალხაზ შუბითიძეს და მოსთხოვა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მიაწოდოს ჟურნალისტს გველუკაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არქივში შენახული ინფორმაცია.

წყარო: www.ombudsman.ge 



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC