კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უჩივის

4 აგვისტო, 2008

მრავალშვილიანი დედა ნათელა ზაკაშვილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობას უჩივის. როგორ ზაკაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, დახმარების დანიშვნის მოთხოვნით სააგენტოს ექვსი თვეა რაც მიმართა, მაგრამ ოჯახისთვის სარეიტინგო ქულა ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ.

"ათი შვილი მყავდა. ჩვენი საცხოვრებელი ბინა გაზით აფეთქდა და ექვსი შვილი გარდამეცვალა. ამჟამად სახლში მეუღლესთან, რძალთან და ორი თვის შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. არცერთი ჩვენგანი არსად არ მუშაობს. არც ფრინველი და პირუტყვი გვყვავს, არც ტექნიკა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირს, დახმარება არ გვაღირსეს. სააგენტოში რომ მივდივარ, პასუხსაც არ მცემენ", - აღნიშნავს ნათელა ზაკაშვილი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოში ზაკაშვილის პრეტენზიებს უარყოფენ. სააგენტოს ინფორმაციით, ზაკაშვილის ოჯახის დეკლარაციაში დუბლირებას აქვს ადგილი, რის გამოც განმცხადებლის ოჯახის სარეიტინგო ქულის განსაზღვრა ვერ მოხდა. აღნიშნულის თაობაზე ზაკაშვილისთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები