თბილისი.31.08.08.მედიანიუსი. შიდა ქართლის რეგიონული ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ძვირადღირებული სატელევიზიო ტექნიკური აღჭურვილობის აღსადგენად ყველა კერძო და იურიდიულ პირს ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის თხოვნით მიმართავს.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ტექნიკური აღჭურვილობის აღსადგენად შექმნა სპეციალური ფონდი, სადაც ნებისმიერ პირს ტელე-რადიო კომპანიის რეაბილიტაციისთვის ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეეძლება.
რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" შენობა დაარბიეს და გაძარცვეს. მთლიანად წაღებულია ძვირადღირებული სატელევიზიო ტექნიკა. დაცხრილულია გორის გადამცემი სატელევიზიო ანძა, რომლის მეშვეობითაც შიდა ქართლში ქართული ტელეარხების ჩვენება ხორციელდებოდა.