„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოეხმაურა
16 ოქტომბერი, 2008
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ტელეკომპანია „ლაგოდეხის“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „სტუდია - დიალოგის“ წამყვანის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოეხმაურა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო კატეგორიულად ემიჯნება საკრებულოს წევრის ევა ლომთაძის პოზიციას და ქმედებას. ვაცხადებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობა გამჭვირვალეა და ყოველთვის ვთანამშრომლობთ მედია საშუალებებთან. ევა ლომთაძეს არ ჰქონდა უფლება საკუთარი მოსაზრება საკრებულოს სახელით გამოეთქვა“, - ნათქვამია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გელა მთივლიშვილი, კახეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023