რუსმა ოკუპანტებმა სოფელ საბერიოსა და ფახულანს შორის სანგრები გათხარეს და საბერიოში მცხოვრებ მოსწავლეებს ფახულანის სკოლაში არ უშვებენ.
როგორც “მედიანიუსს” წალენჯიხის რაიონის გამგებელმა გია მებონიამ აცნობა, რუსი სამხედროები სკოლაში მიმავალ ბავშვებს დახვდნენ და მკაცრად გააფრთხილეს, რომ ხვალიდან ფახულანისკენ მიმავალ გზაზე აღარ გაატარებდნენ.
“ოკუპანტებმა აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე სანგრები გათხარეს და გადასასვლელი მთლიანად ჩაკეტეს. საბერიოში მცხოვრები მოსწავლეები ათეული წლების განმავლობაში ფახულანის სკოლაში დადიოდნენ. ახლა კი ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან და მათი სწავლის საკითხი გაურკვეველია”, – განუცხადა “მედიანიუსს” გია მებონიამ.
წყარო: მედიანიუსი