კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის სასამართლოს მოსამართლეს ადვოკატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

27 ოქტომბერი, 2008
ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ნათელა ჯაშიაშვილს ორგანიზაციის ადვოკატზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, რომელიც თელავის რაიონულ სასამართლოში, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის არჩილ ჯორჯაძის ინტერესებს იცავს, სასამართლო პროცესის დროს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი მას სასამართლო დარბაზიდან გაძევებით, ხოლო არჩილ ჯორჯაძეს დაჯარიმებით და დაკავებით არაერთხელ დაემუქრა.

"მოსამართლე საუბრის საშუალებას არ გვაძლევდა. ყველა მოსაზრება დაბლოკა, რაზედაც პროტესტი გამოვთქვით. ამიტომ დაგვემუქრა და განაცხადა, რომ მომავალ პროცესზე, რომელიც ხვალ, 28 ოქტომბერს 11 საათზე უნდა გაიმართოს, არ დამიშვებს, სხვა შემთხვევაში კი მანდატურებს ჩემი დაკავების ბრძანებას მისცემს", - აღნიშნავს ნინო ანდრიაშვილი.

ამასთან დაკავშირებით თელავის რაიონულ სასამართლოში კომენტარს არ აკეთებენ.


გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები