საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, საპყრობილეებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო პატიმართა სიკვდილიანობა გახშირდა.
როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილია ორი პატიმარი. ერთი პატიმარი გორის საპყრობილეში, გვარად ფიცხელაური, 32 წლის ასაკში უმძიმესი დაავადებით გარდაიცვალა, მეორე კი, 47 წლის, გვარად კარამიანი, უკიდურესად მძიმე ავადმყოფობით ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადიით გლდანის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.