კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House: საქართველო არჩევითი დემოკრატიების რიგებს ტოვებს

14 იანვარი, 2009

საქართველო რჩება ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად, მაგრამ ის აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არჩევით დემოკრატიებად ითვლებიან, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ მოხსენებაში.

”საქართველო ჩამოქვეითდა, ნაწილობრივ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენციების გამო,” - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა.

”საქართველოს დაღმავალი ტენდენცია განპირობებულია [2008 წლის] საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზებით, მათ შორის არის უამრავი ცნობა დაშინების ფაქტების შესახებ და სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რამაც საგრძნობლად არათანაბარი პირობები შექმნა, რითაც მმართველმა პარტიამ ისარგებლა”.

არჩევითი დემოკრატიების რიგები საქართველოსთან ერთად ასევე დატოვეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, მავრიტანიამ და ვენესუელამ.

”ამ ქვეყნების დაქვეითება აღსანიშნავია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები თავიანთ რეგიონებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათგან ორი ქვეყანა, მავრიტანია და საქართველო, ადრე მიჩნეული იყვნენ დემოკრატიული მსოფლიოს ახალ წევრებად,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”საქართველოში მოეწყო ერთ-ერთი პირველი ფერადი რევოლუცია და წარმოადგენდა ერთ-ერთ ნათელ წერტილს ყოფილ საბჭოთა კავშირში; მისი არაპროგნოზირებადი კურსი, მათ შორის 2007 წელს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და აგვისტოში რუსეთთან ომი, ბოლო ორი წლის ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენების რიცხვს განეკუთვნება”.

Freedom House-მა თავის ყოველწლიურ მოხსენებებში წელს პირველად შეიყვანა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი, რომელიც მოექცა კატეგორიაში ”სადავო ტერიტორიები” - სუვერენული სახელმწიფოების გარდა, ორგანიზაცია მოხსენებაში ასევე მიმოიხილავს ამ ტიპის ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი ”არათავისუფალ” და ”მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებს” განეკუთვნება.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, მოხსენება აფხაზეთს აღწერს, როგორც ”ნაწილობრივ თავისუფალს”.

წყარო: ‘სივილ ჯორჯია’

სრული ანგარიში (ინგლისურ ენაზე)

http://www.freedomhouse.org/uploads/fiw09/FIW09_OverviewEssay_Final.pdf

ახალი ამბები