9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლებს ავტომანქანებს ორშაბათს დაუბრუნებენ.
ამის შესახებ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავტომანქანები კერძო საჯარიმოზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მოხდება დაჯარიმებაც, ვინაიდან ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. ასეთ შემთხვევაში კანონი დაჯარიმებას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციამ ოქროყანის ტრასაზე 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრებს ავტომანქანები ჩამოართვა.
9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრების ინფორმაციით, ისინი გვიან ღამით ოქროყანის ტრასაზე, სადაც საღებავებით წერდნენ - „სირცხვილია“ პოლიციელებმა დაარბიეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და 7 ავტომანქანა წაართვეს.
interpressnews