კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'საზოგადოებრივი დამცველი' ახალი დარღვევების შესახებ იტყობინება

10 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი დამცველის" განცხადებით, ტაქსების მძღოლები, რომლებიც მომიტინგეებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ, უშიშროების თანამშრომლები არიან. ამის შესახებ "საზოგადოებრივი დამცველის" წევრმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. "საზოგადოებრივმა დამცველმა" დღეს საზოგადოებას ის დარღვევები წარუდგინა, რომელსაც წუხელ ჰქონდა ადგილი.

"წუხელ, 01:30 საათზე სპეცრაზმმა დროშიანი მანქანა გააჩერა, მძღოლი ცემა და მანქანის შუშები დაამტვრია. 03:00 საათზე საჩხერის გადასახვევთან გაჩერებულ თვითმცლელებს პატრულის თანამშრომლებმა ჯერ განუცხადეს, რომ ხელმძღვანელობისაგან, კობიაშვილისაგან აქვთ ბრძანება მიღებული, დატვირთული მანქანები არსად გაუშვან, შემდეგ მანქანა წაიყვანეს, ტვირთი აწონეს, ზედმეტი წონა დაუფიქსირეს, რის გამოც "პატრულმა" მძღოლი 4 000 ლარით დააჯარიმა”- განუცხადა ჟურნალისტებს "საზოგადოებრივი დამცველის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, 11:30 საათზე ავლაბართან სამარშუტო ტაქსებსა და მათ მგზავრებს საპატრულო პოლიცია ამოწმებდა. 11:55 საათზე სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში საპატრულო პოლიციამ საბუთების შემოწმების მოტივით "რესპუბლიკური პარტიის" სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ ბეჟაშვილი გააჩერა და თბილისის მიმართულებით არ გაუშვა. 12:30 საათზე მცხეთის რაიონს გამოურთეს ელექტროენერგია, ასევე გამორთეს შუქი ორთაჭალაში. 12:50 საათზე კი ლამისყანიდან თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსებს არ უშვებდნენ.

ამასთანავე“საზოგადოებრივი დამცველი” აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ უფასო ტაქსებით.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე “საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, პარლამენტთან დგანან ტაქსები, რომელთა მძღოლებიც აქციის მონაწილეებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ.
მისივე თქმით, მძღოლები არიან უშიშროების მიერ დაქირავებული ადამიანები და რამდენიმე მათგანი უკვე ამოცნობილია.

აქედან გამომდინარე, ნანუაშვილი მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ ისარგებლონ უფასო ტაქსებით.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“, სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები