კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტებს პოეტ დავით მაღრაძესთან შეხვედრისას პრობლემები შეექმნათ

1 მაისი, 2009

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პოეტ დავით მაღრაძესთან შეხვედრისას პრობლემები შეექმნათ.  
სტუდენტური მოძრაობის “სტუდენტები - ღირსეული საქართველოსთვის” ორგანიზებით, დღეს  დაგეგმილი იყო შეხვედრა, სადაც  წიგნის პრეზენტაციაც უნდა მომხდარიყო.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტეს,  მათ რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს მოთხოვნა აუდიტორიაზე, თუმცა ადმინისტრაციამ მოთხოვნა  დიდი მოცულობის აუდიტორიაზე არ დააკმაყოფილა და უნივერსიტეტში განთავსებული წიგნის მაღაზია გამოყო, სადაც, პარალელურად, სასადილოც არის განთავსებული.
სტუდენტების თქმით, ამხელა პიროვნება შეხვედრის ჩასატარებლად სასადილოში შეგყავს, სამარცხვინო ფაქტია და ეს ჩირქს სცხებს მთლიანად ილია ჭავჭავაძის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპუტაციას.
საბოლოოდ, პროტესტისა და დაცვასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, სტუდენტებმა აუდიტორიის დაკავება და შეხვედრის ჩატარება მაინც შეძლეს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები