კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელში ჩასახლებული დევნილები მიწის ნაკვეთებს ითხოვენ

8 ივლისი, 2009

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია ბურჯანაძემ დღეს ქალაქ ქარელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახები მოინახულა.

გამგებელთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ დევნილთა ძირითადი პრობლემა მიწის ნაკვეთების უქონლობაა.

,ჩვენი დასაქმების ერთ-ერთი კარგი გზა მიწაზე მუშაობის შესაძლებლობა იქნებოდა, რაც ქალაქში ჩასახლებული დევნილებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, _ აღნიშნეს იძულებით გადაადგილებულებმა და გამგებელს დახმარება სთხოვეს.

„ქარელში ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს საყოფაცხოვრებო პრობლემები  მოგვარებული აქვთ. ისინი ცხოვრობენ ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ბინებში, არ აქვთ გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა. ერთადერთი რაც მათ აწუხებთ მიწის ნაკვეთების არქონაა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მათთვის მიწის ფართობების გამოყოფა, რადგან ეს მხოლოდ სოფლად ჩასახლებული დევნილებისთვის იყო გათვალისწინებული. საშემოდგომოდ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მიწების გამოყოფას ქალაქში ჩასახლებულთათვისაც, რათა დასაქმდნენ და მოიწიონ საჭირო მოსავალი“,- აცხადებს ილია ბურჯანაძე.

ქალაქ ქარელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა 112 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ყოფილი პროფსასწავლებლისა და ელექტროტექნიკუმის შენობებში არიან განთავსებულნი. მათი უმეტესობა ყოფილი ზნაურის რაიონიდანაა.

დევნილთა დასახლებებია მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: მოხისსა და ახალსოფელში, სადაც 158 ოჯახი ცხოვრობს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

ახალი ამბები