კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორები დაპატიმრებულ მეცნიერს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ

27 ივლისი, 2009


კონსერვატორები ხელისუფლებას წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
 
დღეს გამართულ ბრიფინგზე კონსერვატორმა კახა კუკავამ აღნიშნა, რომ გასულ კვირას კონსერვატიული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ განიხილა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ვახანიას საქმე და გაირკვა, რომ იგი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. კერძოდ, ვახანია ზუგდიდში პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებდა და ამის გამო დააპატიმრეს.
 
„2009 წლის 11 მარტს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ვლადიმე ვახანია და მას ბრალად წაუყენეს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა, და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი _იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება), რისთვისაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამოღებულ იარაღზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ხოლო პირები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ როგორც დამსწრეები, აცხადებენ, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ჩხრეკაში და ოქმზე მათი ხელმოწერები გაყალბებულია. ამასთან, ბრალდებას კიდევ უფრო არასერიოზულად წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ ვახანია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და ღვაწლმოსილი მეცნიერი“, - განაცხადა კუკავამ.
 
მისივე თქმით, არასერიოზულია ის ფაქტი, რომ ვახანია წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა ჟურნალისტის კასეტის წართმევის ფაქტზე.

„ეს არასერიოზულია,  განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული პოლიცია ბოლო თვეების მანძილზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების ცემით და მათი კუთვნილი კასეტების და ვიდეო-კამერების განადგურებითაა დაკავებული. რეალური მიზეზი ვახანიას დაპატიმრებისა გახდა ის გარემოება რომ იგი აპირებდა ზუგდიდში ოპოზიციურ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა სამეგრელოს რეგიონში საპროტესტო აქციების ჩატარებას. ხელისუფლებაში სამეგრელოს რეგიონის ნებისმიერი პოლიტიკური აქტივისტი განსაკუთრებულ მტკივნეულ რეაქციას იწვევს და საქართველოს ამ რეგიონში ოპოზიციურ აზრს შევარდნაძის ჩვეული სისასტიკით უსწორდებიან. ჩვენ მივიჩნევთ რომ ვლადიმერ ვახანია არის პოლიტიკური პატიმარი და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - განაცხადა კუკავამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები