საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ გურჩიანის განცხადებით, ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულება თავდაცვის სამინისტროა.
„თავდაცვის სამინისტრო არ იძლევა არანაირ საჯარო ინფორმაციას, რითაც უხეშად არღვევს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებს. თავდაცვის სამინისტრო ყველაზე გაუმჭვირვალე და უპასუხისმგებლო უწყებაა“, - განაცხადა თამარ გურჩიანმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი