თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ახალაური კატეგორიულად უარყოფს „კონსერვატიული პარტიის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის გიორგი დალაქიშვილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან „75 ათას აშშ დოლარად ღირებული ბინა იყიდა“.
„სრული სიცრუეა და კრეტინიზმია. ახალი ბინა არ მიყიდია“, - განაცხადა ახალაურმა.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორებმა თელავის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დღეს დაადანაშაულეს.
წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი