ჯაშუშობაში ბრალდებულ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს, სადაც მაისაიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
მათივე განმარტებით, სასამართლო პროცესის დახურვა დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან, რომელიც საქმის განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი.
მაისაიას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. იგი 2009 წლის 5 მაისს დააკავეს.
წყარო: „ინტეპრესნიუსი“