კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამისონის უღელტეხილზე კვლავაც რუსი სამხედროები დგანან

11 ნოემბერი, 2009

მამისონის უღელტეხილზე მდგომარეობა უცვლელია: რუსები იმ პოზიციებზე რჩებიან, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. განცხადება ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. „რაჭაში ერთი კვირის წინ ვიყავი, იმ დროისთვის სიტუაცია უცვლელი იყო და არამგონია, დღეისათვის რამე შეცვლილიყო. რუსები კვლავაც დგანან დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაკავებულ პოზიციებზე. საუბარია საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 20 კილომეტრზე - ტერიტორიაზე, რომელიც თავის დროზე – 1990-იან წლებამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა“, - განმარტა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის მამისონის მონაკვეთზე პოზიციები მიატოვეს და რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 18 კმ-ით შემოვიდნენ, რაც „რუსეთისთვის მორიგი სტრატეგიული ტერიტორიების გადაცემად“ შეფასდა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები