კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი მესაზღვრეების მიერ ორი დღის წინ დაკავებული თერთმეტივე მოქალაქე თავისუფალია

12 ნოემბერი, 2009

რუსი მესაზღვრეების მიერ ორი დღის წინ შავ ზღვაში დაკავებული თერთმეტივე მოქალაქე ამ დროისთვის თავისუფალია. ამის შესახებ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განაცხადა.

 „ყველა დაკავებული უკვე გათავისუფლებულია, მათ შორის ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის ორი მკვიდრი. მათ, სავარაუდოდ, 200 ლარის ექვივალენტის ოდენობის ჯარიმა გადაახდევინეს. ასევე თავისუფალია დანარჩენი 9 მოქალაქე, რომლებიც გალის რაიონის სოფელ ფიჩორისა და ოჩამჩირის რაიონის სოფელ გაგიდას მაცხოვრებლები არიან“, - განაცხადა კილანავამ.

 რუსმა მესაზღვრეებმა 10 ნოემბერს შავ ზღვაში თევზაობისას 11 მეთევზე დააკავეს. თუმცა, რუსულმა მხარემ ანაკლიელების დაკავება არ აღიარა და მხოლოდ 9 მოქალაქის დაკავება დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი ნესტერენკოს თქმით, დაკავებულებს არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თევზაობის ნაბართვა და ნავების დოკუმენტები. მათ ასევე ზღვაში გასვლის აფხაზეთში მოქმედი წესები დაარღვიეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები