კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ობიექტივი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

3 დეკემბერი, 2009

2 დეკემბერს  ბრიფინგზე  ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა და „ობიექტივის“ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე ორი განცხადება გაავრცელეს.

„ობიექტივი“ მთავარ პროკურორს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრთა საქმიანობის შესწავლას და კომისიის წევრთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას მოითხოვს. ინაშვილის მტკიცებით, „2004-2009 წლებში კომისიის  წევრთა დანაშაულებრივი საქმიანობა „ობიექტივისა“ და სხვა ჟურნალისტური ორგანიზაციების მასალებით დოკუმენტურადაა დადასტურებული“.

მისივე თქმით, კომისიამ  3 წლის განმავლობაში  დაუშვა:  ტელეკომპანია „ალანიას“ ულიცენზიო მაუწყებლობა, კომისიის წევრის, სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლეზე - ნოდარ ჭარხალაშვილზე გადაფორმებული იყო „ობიექტივის“ ჟურნალისტებისათვის „წართმეული“ 35-ე დეციმეტრული ტელე-არხი.

ირმა ინაშვილის განცხადებით, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეს და სხვა ფაქტები და მასალები გადაეცემა.

„ობიექტივი“ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, ასევე, დავით კაკაურიძის წინააღმდეგ. „ობიექტივის“ ადვოკატმა  მამუკა ნოზაძემ პროკურატურას ურჩია, შეესწავლა, „რატომ აჩუქა დავით კაკაურიძემ „ობიექტივის“ ჟურნალისტების კუთვნილი 35-ე დეციმეტრული არხი სახელმწიფოს და რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არხის რეალურ მესაკუთრესთან“.

ინაშვილისა და ნოზაძის განცხადებით, პროკურატურისადმი წაყენებული მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში, „ობიექტივის“ მასალები ევროსასამართლოში გადაიგზავნება.

„ობიექტივმა“ კომისიის წევრები თაღლითობაში ადრეც დაადანაშაულა და 35-ე დეციმეტრული არხის დაბრუნება  არაერთხელ მოითხოვა. კომუნიკაციების კომისია კავშირის ბრალდებებს არ პასუხობს. ამ განცხადებებზე არ რეაგირებენ სამართალდამცველი ორგანოებიც.

წყარო: www.media.ge

ახალი ამბები