კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარატიშვილის სახელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული ხმაურიანი არჩევნები უკავშირდება

14 იანვარი, 2010

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ ხარატიშვილის სახელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის საკმაოდ ხმაურიანი არჩევნები უკავშირდება. საუბარია „გეპეის“ რექტორის 2007 წლის იმ არჩევნებზე, რომლის შედეგად ეს თანამდებობა ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტმა არჩილ მოწონელიძემ დაიკავა.

მაშინ განსაკუთრებით საინტერესო მოვლენები თავად საარჩევნო კომისიის გარშემო განვითარდა. უშუალოდ საარჩევნო პროცესის დროს კომისიის შემადგენლობა და თავად მისი თავმჯდომარე რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, კომისიას თავდაპირველად ანზორ შავგულიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მის რამდენიმე წევრთან ერთად გადადგა; შემდეგ კომისიის თავმჯდომარედ ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ მაშინდელი ხელმძღვანელი კოკი იონათამიშვილი დაინიშნა. თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობა თავმჯდომარესთან ერთად შეიცვლა და საბოლოოდ უნივერსიტეტში არჩევნები ზურაბ ხარატიშვილმა ჩაატარა.

რაც ყველაზე საინტერესოა, მთელს ამ პროცესს უშუალოდ არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი. 2007 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი არჩილ მოწონელიძე გახდა, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი ღიად უჭერდა მხარს. მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად დროსა და ენერგიას არ ზოგავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი იმჟამინდელი ლიდერი დავით კირკიტაძეც. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული ეს არჩევნები ოპოზიციური სპექტრის და სტუდენტთა ნაწილის მხრიდან იმთავითვე შეფასდა გაყალბებულად და ხელისუფლების მისამართით კრიტიკის თემად იქცა.

13 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ზურაბ ხარატიშვილი შეარჩია, რომელიც თავად პრეზიდენტს ფონდმა „ალპემ“ შესთვაზა. ხარატიშვილის გარდა, ამ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან ოთარ სიჭინავა და ლევან თარხნიშვილი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები