კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა პროფკავშირის საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას აპროტესტებს

26 იანვარი, 2010

მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებს.
 
საინიციატივო ჯგუფმა  გაავრცელა განცხადება, რომელშიც აპროტესტებს  ძალადობას ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ  და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დანაშაულს შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს.

როგორც ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი აცხადებს, ქალაქ გორის გამგეობის შენობაში 22 იანვარს, 12.00 საათისთვის, დაცვის სამსახურის ორმა თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტი შენობაში შესვლას და გამგეობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაკეთებულ მოთხოვნაზე პასუხის მიღებას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტმა პოლიციას უკვე მიმართა და სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე აღიძრა.

საქართველოს მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი არის ჟურნალისტის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და სსკ-ის 153-ე მუხლით ისჯება. საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დანაშაულს შესაბამისი და სწორი კვალიფიკაცია მიეცეს.

მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს საბა წიწიკაშვილს და ფაქტზე რეაგირებისათვის იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ვისთანაც პროფესიული კავშირის ჩამოყალიბების პროცესში თანამშრომლობს.

საბა წიწიკაშვილი შიდა ქართლის რეგიონში გაზეთ „ქართლის ხმისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტია.

 „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები