კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ალიანსი საქართველოსთვის“ მერაბიშვილისა და გილაურის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

26 იანვარი, 2010

„ალიანსი საქართველოსთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ „ალიანსის“ თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუბარის განცხადებით, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, კერძოდ „კვირის რეპორტაჟში“  გასული სიუჟეტიდან ნათლად ჩანს, როგორ ურტყამენ პანღურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის, ნიკა გილაურის ბავშვობის მეგობარსა და მოადგილე შაფაქიძეს და მის თანხმლებ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ნარკოტიკების მოხმარებასა და სავარაუდო  შენახვაში.

„26 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიმონ შაფაქიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მისცა და თანამდებობიდან გააათავისუფლა სოდის თანამშრომელი დავით კობახიძე. თუმცა, რეალურად, ეს არის არა დამნაშავის დასჯა, არამედ საქმის გამოძიებისთვის თავის არიდება და რეალური დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობა“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით,  საქმე გვაქვს არა დისციპლინურ გადაცდომასთან, არამედ მძიმე დანაშაულებების მთელ კასკადთან, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, დავით კობახიძისა და სოდ-ის სხვა თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკავებულებისადმი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

„თუმცა, პრობლემა გაცილებით ღრმაა და აქ არ მთავრდება. კერძოდ, ყველა ნიშნით ჩანს, რომ საქმე გვაქვს ნიკა გილაურის და ვანო მერაბიშვილის შეთანხმებასთან, რის საფუძველზეც სავარაუდო დამნაშავეები დარჩნენ დაუსჯელი და, სასჯელის ნაცვლად, მათ პანღურები ამოარტყეს. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების ნათელი მაგალითი, ხოლო ორი მინისტრის ქმედებაში იკვეთება სერიოზულ დანაშაულთა მთელი წყება, რაც სამოხელეო დანაშაულთა რიგს განეკუთვნება“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოლიტიკური პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას და ზეგავლენით ვაჭრობას.

„ყველა ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს თუ შევკრიბავთ,  ამ დანაშაულთა ერთობლიობა 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მოვითხოვთ, საქართველოს იუტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა და საქართველოს მთავარმა პროკურორმა დაიწყონ გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულზე“, - განაცხადა სუბარმა. 

მისივე თქმით, ამავე დროს, უნდა დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა დავით კობახიძისა და სხვა პოლიციელების მიმართ, რომლებიც ღირსების შემლახავ მოპყრობას ახორციელებენ და უკანონოდ გაათავისუფლეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები. 

„ასევე, მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება სიმონ შაფაქიძისა და მისი თანმხლები პირის მიმართ ჩადენილ ნარკოტიკულ დანაშაულზე“, - განაცხადა სუბარმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები