კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ

30 მარტი, 2010

საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო დევნილთა რიცხვს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბაღის შენობაში მცხოვრებნიც შეუერთდნენ.

გარემონტებული შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს შევიდა, ბინადართა განმარტებით, საცხოვრებლად უვარგისია და არანაირ ელემენტარულ პირობას არ აკმაყოფილებს.

„უშუქობა, უწყლობა, უგაზობა და სხვა არაერთი პრობლემა, რომლის ფონზე,  შეიძლება ითქვას, ძლივს გამოვიზამთრეთ. უამრავი მიმართვის მიუხედავად, დევნილთა სამინისტროს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი გასაჭირი არ აინტერესებთ“,  - აცხადებენ დევნილები.

მათი განმარტებით, ბინის გარემონტებული ფასადი მხოლოდ ერთი შეხედვითაა მომხიბვლელი. სინამდვილეში კი, შენობაში ყველა სარემონტო სამუშაო უხარისხოდაა ჩატარებული.

მსგავს პრობლემებზე ქუთაისში, ხარებავას ქუჩისა და ბელორუსიის ქუჩის მცხოვრებლებიც ხშირად ჩივიან. შენობებში, რომელშიც ისინი რამდენიმე თვის წინ შეასახლეს, კედლები წვიმისგან ნახევრად ჩამოშლილია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები