კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი და მისი კლოუნების თეატრი

13 აპრილი, 2010
ომით გაპარტახებულ ქართულ ქალაქში - გორში, სამხრეთ-ოსეთის საზღვართან ახლოს ვიდექი. ჩემი ბლექბერი მუდმივად მატყობინებდა, რომ თბილისიდან და მოსკოვიდან გაუჩერებლად ვიღებდი იმეილებს. ომის დროსაც და მას შემდეგაც ცხადად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ ცხელ კონფლიქტთან ერთად, PR ომიც იყო.

ეს 2008 წლის ზაფხულში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საქართველომ PR ომის პირველი რაუნდი მოიგო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მსოფლიოს აღქმა, თუ როგორ გააცოფა მოსკოვის საომარმა მანქანამ პატარა გულადი საქართველო, ბევრად უფრო ნიუანსური გახდა. გასულ წელს ევროპის კავშირის ანგარიშმა 2008 წლის კონფლიქტის გამო ორივე ქვეყნას დასდო ბრალი.

მაგრამ საქართველომ ამ ბოლო რამდენიმე დღეში თავის საერთაშორისო რეპუტაციას შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ეს აქამდე გაუკეთებია. სიმულირებულმა სატელევიზიო რეპორტაჟმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსები ისევ შემოიჭრნენ ქვეყანაში, მისთვის საპირისპირო შედეგი გამოიღო. ინციდენტმა არა მხოლოდ ქვეყნის ელიტა ჩააყენა კლოუნების როლში, არამედ საქართველოს ზოგიერთი მტკიცე მოკავშირეც აღაშფოთა.

როგორც ამბობენ, ბრიტანელი და ფრანგი ელჩები გაცეცხლებულები არიან „იმედის“ ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილ რეპორტაჟში მათი ჩართვის გამო და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფმაც განაცხადა, რომ გადაცემას შეეძლო, საკმაო არეულობა შეეტანა და არასტაბილურ საზღვარზე კიდევ ერთი კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან დიდ ნეგატიურ შედეგებს მოუტანს. რთული სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ რომელიმე ქვეყანა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მთავრობას ოდესმე სერიოზულად აღიქვამს.

ალექს როსი, Sky News

წყარო: www.foreignpress.ge

ახალი ამბები