კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანაკოევის ადმინისტრაცია ჯერაპოვის დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად განიხილავს

23 აპრილი, 2010
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ცხინვალი რეჟიმის მიერ ადმინისტრციის ყოფილი თანამშომლის, ეკონომიკის მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის დაკავებას მორიგ პოლიტიკურ დაპატიმრებად აფასებს. ამის შესახებ ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერაპოვი იმ დროს დააკავეს, როცა ჯავაში ნათესავებს სტუმრობდა: „იგი ქუთაისში ცხოვრობს და ჯავასა და ვლადიკავკაზში ხშირად ჩადიოდა ნათესავებთან. თუმცა, ადრე ჯერაპოვისთვის კოკოითის რეჟიმს დაბრკოლება არ შეუქმნია. ჩვენს ყოფილ თანამშრომელს პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი ნათესავები კოკოითის რეჟიმის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ამდენად, ჩვენი ადმინისტრაცია ჯერაპოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევს“.

აქვე განმარტეს, რომ ჯერაპოვის მიმართ ცხინვალის რეჟიმის ერთადერთი ბრალდება სწორედ ადმინისტრაციაში მუშაობა და რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობაა.
 
თეიმურაზ ჯერაპოვი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებით ადმინისტრაციაში 2006-2008 წლებში ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა. იგი სამსახურიდან ცხინვალის რეგიონის ოკუპირების და ადმინისტრაციის თბილისში გადმოსვლის შემდეგ, შტატების შემცირების გამო გაათავისუფლეს.

ჯერაპოვი ოსმა მილიციელებმა ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან 22 აპრილს დააკავეს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები