კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინა ქეიდენაუ არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

14 მაისი, 2010
13 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ ამერიკის საელჩოში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ - „მრავალეროვანი საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნების“, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ და ჟურნალ „ლიბერალის“ წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო მდგომარეობას. შავერდაშვილის თქმით, თინა ქეიდენაუ დაინტერესდა ცესკოს მუშაობით და მედიაში არჩევნების გაშუქებით.

„ეს დახურული შეხვედრა იყო და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ქეიდენაუს დიდი ინტერესი აქვს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცესკოს მუშაობა საკმაოდ გაუმჯობესდა. აინტერესებთ მედიის მდგომარეობა, თუ როგორ აშუქებენ ნაციონალური ტელევიზიები წინასაარჩევნო ვითარებას“, - განაცხადა შორენა შავერდაშვილმა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის, არნოლდ სტეპანიანის განცხადებით,  თინა ქეიდენაუ დაინტერესდა,  რა მდგომარეობაა არასამთავრობოების მხრიდან, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით. როგორც სტეპანიანმა აღნიშნა, მონიტორინგის პროცესში გარკვეული პრობლემები არსებობს და თინა ქეიდენაუს მათ მიაწოდეს ინფორმაცია ამ პრობლემების შესახებ.

„არასამთავრობოებს მონიტორინგის პროცესში გარკვეული პრობლემები აქვთ. პრობლემები განსაკუთრებით რეგიონებში არსებობს. ვერ ხერხდება წინასაარჩევნო მონიტორინგის ჩატარება მარნეულსა და გარდაბანში“, – განაცხადა არნლოდ სტეპანიანმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები