კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიის თანამშრომელი ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის

19 მაისი, 2010
გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა აკაკი სტურუამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

ეს ფაქტი 3 მაისს ქალაქ ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთა მორიგი წარდგენის დროს მოხდა. სტურუამ ჟურნალისტს არ მისცა ღონისძიებაზე ფოტოს გადაღების საშუალება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და საჯაროდ, ხმამაღლა, უშვერი სიტყვებით აგინა, როგორც მეგრელიშვილი, ასევე გაზეთი „გურია ნიუსი“.
 
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინცინდენტს ათეულობით „შვებულებაში“ გასული თუ მოქმედი საჯარო მოხელე ესწრებოდა, რეაგირება არავის მოუხდენია. არავის უცდია თბილისის მერიის ახალგაზრდა თანამშრომლის შეჩერება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ თბილისიდან ოზურგეთში მოვლინებული აკაკი სტურუა მაღალჩინოსნების მფარველობით სარგებლობს და აქტიურობის შემთხვევაში, მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშვნას ჰპირდებიან.

„სამწუხარო და საგანგაშოა, როცა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პიროვნება და გაცილებით ცუდია, როცა ამას ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს.  ხელისუფლება კანონის დაცვის გარანტად გვევლინება და იგი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის, თუ როგორ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ  ჟურნალისტის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ხოლო როცა ეს პირიქით ხდება, შემაშფოთებელია და საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს“, - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობამ გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი მოუწოდებს ყველა პირს და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკაონ ჟურნალისტისა და მედიასაშუალებების უფლებების შეზღუდვისა და შეურაცხყოფისაგან.    

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროტესტს გამოთქვამს ამ ფაქტების გამო და ჟურნალისტებზე, მედიასაშუალებებზე გახორციელებულ ნებისმიერი სახის ზემოქმედებას ფართო საზოგადოებას, სადამკვირვებლო მისიებს გააცნობს.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები