კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დარღვევაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

25 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დარღვევაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში პროექტის - „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა.

როგორც პრეზენტაციაზე პროექტის კოორდინატორმა ოლგა კალინამ განაცხადა, მათ მონიტორინგი სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში ჩაატარეს. 90-ზე მეტ პირს გაუწიეს იურიდიული მომსახურებაც. რამდენიმე საქმე ახლა სასამართლოში აქვთ. მისი შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ფიზიკური პრობლემების მქონეებს-ინვალიდებს უფრო ეხება ვიდრე ფსიქიკურად დაავადებულებს.

„ფსიქიკურად დაავადებულები იზოლირებული არიან და ციხის ტიპის საავადმყოფოებში ატარებენ წლებს. ყველაზე პრობლემატური ამ სისტემაში ისაა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტები არ გადიან სარეაბილიტაციო კურსებს. არ ხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ისინი 11, 15 წელი ატარებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ“, - განაცხადა კალინამ და განმარტა, რომ საქართველოში სულ სამი სარეაბილიტაციო ცენტრია თბილისში, თელავში და ქუთაისში. სამივეში 120 ადგილია, როცა მკურნალობა 72 000 პაციენტს ესაჭიროება.

„აუციელებელია მათი ინტეგრაცია და რეაბილიტაცია, რაც საქართველოში არ არის განვითარებული. ეს ადამიანები ვერ საქმდებიან. საავადმყოფოს შემდეგ სახლებში არიან და იღებენ 80 ლარიან პენსიას რაც საკმარისი არ არის“, - განაცხადა ოლგა კალინამ.

ინტერპრესნიუს

ახალი ამბები