კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გერმანული სპეცსამსახურების თანამშრომელმა საქართველოში ადამიანი იმსხვერპლა

6 ივლისი, 2010
გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელმა საქართველოში ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ, გერმანული გამოცემა „შპიგელი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ნასვამი ანდრეას დ. სერიოზული ავტოავარიის მიზეზი გახდა, რასაც ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნასვამი მძღოლი კი, „მერსედესის“ მარკის ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტოავარია სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ფირზე აღბეჭდილი მასალის მეშვეობით, სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს. ის საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი აღმოჩნდა. ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ ანდრეას დ. გერმანიაში გაიწვიეს, სადაც მას მომხდარისთვის ბრალს წაუყენებენ.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები