კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის საზაფხულო ბანაკში 13 წლის მოზარდი დაშავდა

7 ივლისი, 2010
ახმეტის საზაფხულო ბანაკში 13 წლის ტ. მ-შვილი სასტიკად ცემეს. მოზარდს სახისა და მუცლის არეში სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ლია იმედაშვილმა განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საზაფხულო ბანაკიდან ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მას ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

ამ დროისთვის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ჩხუბი მოზარდებს შორის დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ის ბანაკის ზედამხედველებს საშველად უხმობდა, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ტ. მ-შვილი სასტიკად ცემეს. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას შს ახმეტის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომლის დაფინანსებითაც ბანაკი მუშაობს, კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ახმეტაში საზაფხულო ბანაკი დღეს უნდა გაიხსნას და იგი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იმუშავებს. სინამდვილეში, ახმეტაში ბანაკი თითქმის ორი კვირაა, ფუნქციონირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები