კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Human Rights Watch-ის ღია წერილი აშშ-ს პრეზიდენტს

19 მარტი, 2008

ღია წერილი: ბუშმა უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას 7 ნოემბრის ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

18 მარტი, 2008 წელი

პრეზიდენტ  ჯორჯ ბუშს
თეთრი სახლი

ბ-ნო პრეზიდენტო,

თქვენი მომავალი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, ხაზი გაუსვათ, რომ ხელისუფლებამ აუცილებელად სამართლიანად უნდა გამოიძიოს 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის ფაქტები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებებზე მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 7 ნოემბერს ასობით სამთავრობო, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა გადამეტებული ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი, პოლიტიკური აქციის მინაწილეები დედაქალაქ თბილისში. 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთმა მათგანმა კი სერიოზული ტრავმა მიიღო. მსგავსმა ქმედებამ ეჭვქვეშ დააყენა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ და გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი.

Human Rights Watch-ის 2007 წლის დეკემბრის მოხსენება საქართველოს შესახებ, „ხაზზე გადასვლა“, გამოყოფს ოთხ ცალკეულ ინციდენტს, როდესაც სპეცრაზმელებმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს მომიტინგეთა დასაშლელად; მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სამართალდამცველები, რომელთა უმეტესი ნაწილი ნიღბით იყო, მისდევდნენ ყველა ასაკის მომიტინგეებს, წიხლებს ურტყამდნენ და ცემდნენ რეზინის ხელკეტებით და ჯოხებით. გაქცეულ ადამიანებს ყველა მიმართულებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს. მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები და უშიშროების თანამშრომლები შეიჭრნენ კერძო ტელეკომპანია „იმედში“. ძალის გამოყენებით გამოყარეს თანამშრომლები ტელევიზიის ოფისიდან, დაამტვრიეს აპარატურა, გათიშეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა. საქართვლოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ზომები მოსალოდნელი არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების თავიდან ასაცილებლად მიიღეს,  მაგრამ მათ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც გადატრიალების მცდელობას უტყუარს გახდიდა. უფრო მეტიც, მსგავსი მტკიცებულები ვერ ამართლებს გადამეტებული ძალის გამოყენებას.

წარსულში თქვენ საქართველო მოიხსენიეთ როგორც რეგიონში დემოკრატიის მოდელი, თუმცა, აქ პოლიტიკური რეპრესიები კვლავ ხელისუფლების ნორმად რჩება. ამავე დროს, საქართველოს მოწინააღმდეგენი დაჟინებით აცხადებენ, რომ საქართველო არ წარმოადგენს უფლებების დამცველ დემოკრატიულ  ქვეყანას. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს დასახულ პრინციპებს, ის რეგიონში მისაბაძ მაგალითად ვერ გამოდგება.

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, რათა  ქვეყანა  7 ნოემბრის მოვლენების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან გამოეყვანა, ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას. ესენია:  2008 წლის იანვარში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები; დახურულმა ტელეკომპანია „იმედმა“ განაახლა მაუწყებლობა 2007 წლის დეკემბერში და რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო 7 ნოემბრის მოვლენების დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა საფუძვლიანი კვლევა ჯერ კიდევ არ ჩატარებულა. იმისათვის რომ ქართულ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა ახლადარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ, დამოუკიდებელი, ძირეული და გამჭვირვალე გამოძიება უნდა დაიწყოს 7 ნოემბრის ძალადობის ფაქტებზე.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს 7 ნოემბრის მოვლენებს მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. გაურკვეველია, ახალი საკანონმდებლო ორგანო რამდენად იმუშავებს მსგავსი კომისიის შექმნაზე; მაგრამ 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა ამ კომიტეტის მიერ ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებული კვლევა არ იქნება იმდენად ეფექტური და მყისიერი, როგორც ამას გენერალური პროკურატურა შესძლებდა, რომელიც ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით მუშაობს. ევროსაბჭოს სტანდარტების მიხედვით პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი ყველანაირი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე; ხოლო დამნაშავენი კანონის შესაბამისად დასაჯოს. ევროსაბჭოს დადგენილებით გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ის ჩატარდება დაუყოვნებლივ, ყველა საგამოძიებო საფეხურის გავლით და შეძლებს დამნაშავენი დასაჯოს კანონის შესაბამისად.

საპარლამენტო კომისია უფლებამოსილი იქნება ჩაატაროს გარკვეული გამოძიება, მაგრამ მას არ გააჩნია ისეთივე შესაძლებლობები, როგორც გენერალურ პროკურატურას. ამ უკანასკნელს შეუძლია დაადგინოს და სისხლის სამართლის დევნა განახორციელოს დამნაშავეთა მიმართ; ჩაატაროს კომპლექსური გამოძიება და შექმნას მტკიცებულებათა მთელი ტომი. ამ მიზეზით, საეჭვოა, რომ საპარლამენტო კომისიამ ეფექტური გამოძიება ჩაატაროს ისეთ რთულ და სერიოზულ დანაშაულებებზე, რაც 7 ნოემბერს მოხდა.

იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეთანხმება, რომ პოლიციის მხრიდან ასეთი ფართომასშტაბიანი ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად ერთადერთი ეფექტური ორგანო გენერალური პროკურატურაა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, ქართულ საზოგადოებაში აღედგინა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ნდობა, რაც არ არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები  ძალადობასა და კორუფციაში იყვნენ ჩაფლული. ქართულმა ხელისუფლებამ უნდა გაამართლოს ეს დიდი ინვესტიცია, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა. საზოგადოებაში პოლიციელი არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანს, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს არბევს და გაქცეულ ადამიანებს ხელკეტით მისდევს. ხალხის ნდობის დასაბრუნებლად მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს მათ, რომ პოლიცია და უშიშროება პასუხისმგებელია ყოველგვარ დანაშაულზე. მათი ყოველი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ეფექტური.

თქვენ, როგორც არცერთ სხვა საქართველოს მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, ხელგეწიფებათ პრეზიდენტ სააკაშვილს მსგავსი მოთხოვნები წაუყენოთ. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო საქართველოს უახლოესი და ყველაზე ძლიერი მოკავშირე და ქვეყანაში ჩადო უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები დემოკრატიის დანერგვისათვის. აშშ ვალდებულია საქართველოში ხელი შუწყოს სამართლიანობის აღდგენას ისევე მონდომებით, როგორც ამას წარსულში ახორციელებდა.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის,

პატივისცემით,

ჰოლი კარტნერი,
ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი;

ტომ მალინოვსკი,
დაცვის განყოფილების დირექტორი, ვაშინგტონი   

ახალი ამბები