კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

5 მაისი, 2009

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის

განცხადება

ბაზალეთი, საქართველო
2009 წლის 3 მაისი

2009 წლის 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანაში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია საშუალებების აკრძალვა, ცენზურა და ჟურნალისტებზე თავდასხმები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამას გარდა, აზერბაიჯანში საქართველოსა და სომხეთისაგან განსხვავებით ცილისწამება ისევ დანაშაულად ითვლება.

სომხეთში არსებობს იმის ტენდენცია რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების გასაჩუმებლად გამოიყენონ კანონი. ცოტა ხნის წინ, გაზეთების, „არავოტი“ და „ჩარორდ იშხანუტიუნის“ კორეპსონდენტი გაგიკ შამშიანი არამართლზომიერად დააჯარიმეს „სასამართლოს უპატივისცემლობის“ გამო. მსგავსი ბრალდება წაუყენეს გაზეთ „ჩარორდ იშხანუტიუნის“  კორესპონდენტს გოჰარ ვეზირიანს. 2008 წლის 11 ნოემბერს პოპულარული ინტერნეტ გამოცემის „ჰეთქ“-ის რედაქტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 2009 წლის 30 აპრილს უცნობმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს  საინფორმაციო სააგენტოს, „Armenia Today” კოორდინატორი, იურისტი არგიშთი კავირიანი. იმ მოვლენებმა რომლებიც წინ უძღოდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ნათელი მოჰფინა თავისუფალი მედიის მდგომარეობას სომხეთში. 2008 წლის არჩევნების წინ სცემდნენ, აკავებდნენ და ციხეში სვავდნენ ჟურნალისტებს; პრესასთან ხელმისაწვდომობა იყო შეზღუდული. გაზეთები „ჩარორდ იშხანუტიუნი“ და „ჟამანაკ იერევან“ დაიხურა. ინტერნეტ მედია საშუალებებიც შეზღუდვებით მუშაობდნენ მაგალითად, Youtube იყო დაბლოკილი.

სატელევიზიო არხები და ინტერნეტ მედია საშუალებების უმრავლესობა მთავრობის მიერ კონტროლდება რის გამოც ოპოზიციური პარტიების საქმიანობები არაობიექტურად შუქდება. ტელეკომპანია AI+ ისევ დახურულია მიუხედავად იმისა რომ ევროპოს ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წელს გადაწყვიტა რომ ტელეკომპანიისათვის მაუწყებლობის აკრძალვა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. რეგიონალური ტელევიზია „გალა“ უკანონოდ დააჯარიმეს 2008 წლის 19 მარტს. გადასახადი სომხეთის მოქალაქეებმა გადაიხადეს სპეციალური კამპანიის მეშვეობით.

აზერბაიჯანში ჟურნალისტები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას როგორიცაა იდრაკ აბასოვის (2009), აგილ ხალილის (2008), უზეირ ჯაფაროვის (2007) და ჰაკიმელდოსტუ მეჰდიევის (2007, 2009) საქმეები; მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა. 2005 წელს ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობა რომელიც არ იქნა სათანადოდ გამოძიებული და დამნაშავები არ დასჯილან. ასობით უკანონო სარჩელი განიხილა სასამართლომ ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ რაც მათი უსაფუძვლო დაჯარიმებისა და დაპატიმრებით დამთავრდა. ამჟამად აზერბაიჯანში ოთხი უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტია; ესენი არიან ეინულა ფატულაიევი, გენიმატ ზაჰიდი, მუშფიგ ჰუსეინოვი და ნოვრუზალი მამედოვი. 2008 წლის ბოლოს უცხოური რადიო კომპანიებს (ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება-ევროპა და BBC) აუკრძალეს მაუწყებლობა აზერბაიჯანში. აღნიშნული რადიო-სადგურები ამჟამად ინტერნეტის საშუალებით მაუწყებლობს; სამწუხაროდ ბევრ ადამიანის არ აქვს საშუალება აღნიშნულ რადიო სადგურებს ინტერნეტით უსმინოს. შესაბამისად მოსახლეობას არ აქვს საშუალება მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მოვლენების შესახებ. საზოგადოებრივი და კერძო ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის დამოუკიდებელი.

2009 წელს აზერბაიჯანმა შემაშფოთებელი ცვლილებები შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციასა და მასმედიასა და ტელე-რადიო მაუწყებლობის შესახებ კანონებში. მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებები მარტის ურთიერთგამომრიცხავი რეფერენდუმის შედეგად განხორციელდა და მის საფუძველზე აიკრძალა ნებართვის გარეშე ადამიანის ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღებები.

საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოხატვისა და მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. მთავრობის წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და ერევიან მათ პროფესიულ საქმიანობაში. სასამართლო სისტემა უძლურია დასაჯოს დამნაშავეები და აკანონებს ძალადობას. 2009 წლის 9 აპრილის დემონსტრაციების დროს და მას მერე მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა; მსგავსი სიტუაცია იყო 2007 წლის 7 ნოემბერსაც. ჟურნალისტებს, ელისო ჩაფიძე, გელა მთივლიშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვახო კომახიძე და ირაკლი იმნაიშვილი, წაართვეს და დაუმტვრიეს კამერები; ხელი შეუშალეს მათ საქმიანობის დროს. აღნიშნული ფაქტები არ გამოძიებულა და დამნაშავე არ დასჯილა.

2004 -2005 წლებში ტელეკომპანია იბერიის, 202 და მეცხრე არხის დახურვა, 2007 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ და 15 გაზეთის რედაქციის ძალადობრივი გამოსახლება დაკავებული შენობიდან, სპეც-განაყოფის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციების დროს ტელეიმედის მაუწყებლობის უკანონო შეწყვეტა - ყველა ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მედიის თავისუფლებაზე და გააძლიერა მთავრობის კონტროლი და გავლენა საინფორმაციო საშუალებებზე. ტელეკომპანიების მფლობელთა ვინაობა გაურკვეველია რაც იწვევს თვით-ცენზურას. შედეგად ტელეკომპანიები ვერ ასრულებენ საკუთარ როლს როგორც საზოგადოებრივი მონიტორი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის ობიექტური და ძირითადად მმართველ გუნდს ემსახურება.

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება უზრუნველყოფილია ბევრი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტრუმენეტების მიერ მათ შორის არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საზოგადოებრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის; აღნიშნული დოკუმენტები რატიფიცირებულია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების გათვალისწინებით მოვუწოდებთ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს:

• მიიღონ შესაბამისი ზომები ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად;
• სამივე ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაიწყონ საფუძვლიანი და ობიექტური გამოძიება ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის ფაქტებზე და დასაჯონ დამნაშავეები კანონის შესაბამისად;
• გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები სამივე ქვეყანაში;
• აზერბაიჯანში გაუქმდეს შეზღუდვა უცხოური რადიო სადგურების მაუწყებლობასთად დაკავშირებით; დახურულ ტელეკომპანიებს მიეცეთ მაუწყებლობის უფლება საქართველოსა და სომხეთში, როგორიცაა ტელეკომპანია AI+ ამ უკანასკნელში;
• აზერბაიჯანში გაუქმდეს სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა ცილისმწამებელთა მიმართ.

ახალი ამბები