კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „ბათუმელები“ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

1 დეკემბერი, 2009

საქართველოს სპეცსამსახურები აგრძელებენ ზეწოლას გაზეთ „ბათუმელების“თანამშრომლებზე, რის გამოც იძულებულნი ვართ, მხარდაჭერისათვის თქვენ -საერთაშორისო საზოგადოებას მოგმართოთ, რადგან აღარ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია.

2009 წლის 25 ნოემბერს სამართალდამცავები გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. შანტაჟის გზით მათ დაგეგმილი ჰქონდათ ჟურნალისტის გადაბირება, რითაც, სავარაუდოდ, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ფარულად ჩარევას აპირებდნენ.

თედო ჯორბენაძის დასაშანტაჟებლად ამჯერად ქართულმა სპეცსამსახურებმაგამოიყენეს ისეთივე მეთოდები, როგორსაც იყენებდა საბჭოთა კგბ -სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამო, ჯორბენაძეს აჩვენეს შიშველი მამაკაცების ფოტოები და უთხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი თვითონ იყო. ასევე უთხრეს, რომ აქვთ ვიდეომასალები და თუ მათთან არ ითანამშრომლებს, ამ მასალებს გაუგზავნიან მის მშობლებს, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში.

თედო ჯორბენაძეს ასევე განუცხადეს, რომ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციით დაინტერესებულნი არიან უცხო ქვეყნების, კერძოდ - თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები და რადგანაც ის არის გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი რედაქციაში, მათთან უნდა ითანამშრომლოს.

შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ პოლიციელები შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და დაემუქრნენ, არ გაეხმაურებინა ეს საუბარი.

ჩვენ მოვუყევით ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ. „ბათუმელების“რადაქცია ამ შემთხვევაშიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კვლავ მიმართავს პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით. თუმცა, სამწუხაროდ, აღარ გვჯერა, რომ ამ საქმეს კანონიერად გამოიძიებენ.

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს ემუქრებიან, მათ შორის - სამართალდამცავები და მათ შორის - ფიზიკური ლიკვიდაციითაც. პროკურატურას ჯერ არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღემდე არ ვყოფილვართ ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, როგორც 25 ნოემბრის ღამის შემდეგ. როცა ხედავ, რომ ქართული სპეცსამსახური შეუფარავად, დემონსტრაციულად არღვევს კანონს, ცინიკურად თელავს ადამიანის, ჟურნალისტის ღირსებას, გეჩვენება, რომ უბრუნდები ძლევამოსილი საბჭოთა კგბ-ს ეპოქას.

ჩვენ ვშიშობთ, რომ თედო ჯორბენაძისა და ზოგადად გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციის მიმართ 25 ნოემბერს განხორციელებული აქციას ექნება გაგრძელება. არ გამოვრიცხავთ, რომ თუნდაც უახლოეს მომავალში თედო ჯორბენაძისა თუ გაზეთ „ბათუმელების“ სხვა თანამშრომლის მიმართ სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელდება სხვა ტიპის ძალადობა და შანტაჟი.

გაზეთი „ბათუმელები“ და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში ყოველთვის გრძნობდა საერთაშორისო მედიისა თუ უფლებადამცავი ორგანზიაციების მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, თქვენი მხარდაჭერა არ დააყოვნებს არც ამ შემთხვევაში და ჩვენი პიროვნული და პროფესიული უფლებების და თავისუფლებების დაცვაში დაგვეხმარება.

გაზეთი „ბათუმელები“ გამოდის 2001 წლიდან. მაღალი პროფესიონალიზმის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უპირობო დაცვისთვის გაზეთს მიღებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოები. მათ შორის, 2009 წელს ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord), და გერმანული ფონდის, „ცაიტის“ (ZEIT Foundation) „პრესის პრიზი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის“ და ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრიზი – „პრესის თავისუფლების ჯილდო – სიგნალი ევროპას“.


მზია ამაღლობელი, გაზეთ „ბათუმელების“ გამომცემელი
ბათუმი, საქართველო 30. 11. 09.

ტელ: 877 45 63 36

ახალი ამბები