მე-6 დღეა, ხობის კულტურის სახლის წინ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრი ილია წურწუმია შიმშილობს.
წურწუმია 2007 წელს პოლიციის უფროსისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და სასჯელი რვა თვეა რაც მოიხადა. მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრებს ყურადღებას არავინ აქცევს.
„შიმშილობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში პოლიტპატიმართა გათავისუფლების არანაირი წინაპირობა არ ჩანს. მცდელობა ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგო. არც იქნება შედეგი, ვიდრე მთელი საქართველო არ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული ბიჭების გათავისუფლებას“, - ამბობს წურწუმია. იგი შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუძლებს.
ინგა გვასალია, სამეგრელო