კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ

4 აგვისტო, 2010
კახეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებსაც სექტემბრიდან უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ, პროტესტის ნიშნად, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.

სხვადასხვა საჯარო სკოლების ორმოცამდე მასწავლებელმა დღეს საორგანიზაციო ჯგუფი შექმნა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში შედგა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორის გელა მთივლიშვილის თქმით, სკოლის დირექტორები პედაგოგებს უსაფუძვლოდ ათავისუფლებენ.

„სავარაუდოდ მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები სექტემბერში ჩაბარდებათ, რაზედაც სამართლებრივ დავას დავიწყებთ. მანამდე პედაგოგები საკუთარი უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ზომების გამოყენებას აპირებენ“, - აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

მისივე თქმით, პედაგოგები კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები