კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მოხელეები - პრივილეგირებული კასტა

23 აგვისტო, 2010
შორენა ღლონტი, გურია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღესდღეობით 212 ადამიანია დასაქმებული. ამათ ემატება შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი ხუთი თანამშრომელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ ადამიანების შენახვაზე ყოველთვიურად 83 000 ლარი იხარჯება, რაც 12 თვეში 996 000 ლარს შეადგენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე აცხადებს, რომ შტატების ოპტიმიზაცია არ იგეგმება: `მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს ვგეგმავთ, რომელსაც საკრებულოს წარვუდგენთ დასამტკიცებლად. ამ ეტაპზე შტატების ოპტიმიზაცია არ მოხდება, მხოლოდ ატესტაცია ჩატარდება".

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კანონით აქვს განსაზღვრული მრავალი ფუნქცია-მოვალეობა, რომლის შესასრულებლად აუცილებელია კარგად მომზადებული, განსწავლული, კვალიფიციური კადრები.

"შესაბამისად აღნიშნული საკადრო შემადგენლობა უნდა დაკმაყოფილდეს სახელფასო სარგოთი, რაც სრულიად კანონიერია", _ მიიჩნევს მექვაბიშვილი.

„ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში მომუშავე ადამიანთა ეს გაუგებრად დიდი ოდენობა მხოლოდ ერთადერთ საქმეს ემსახურება _ შექმნან ერთგვარი "შრომის ბირჟა" და ამ გზით დასაქმებული კონტიგენტისგან ჩამოაყალიბონ სახელისუფლო რესურსი არჩევნებისთვის.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა არ ქმნის არანაირ საფუძველს მოსახლეობის რეალური დასაქმებისთვის.

„აქ მომუშავე ადამიანთა კვალიფიკაციას პირადად მე ეჭვით ვუყურებ. ბევრი მათგანისგან მსმენია: არ ვიცით, როგორ გავიყვანოთ დრო 10 საათიდან 18 საათამდეო. თვით არსი ადგილობრივი მმართველობისა (შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვას თვითმმართველობა, რადგანაც ასეთი რამ არ არსებობს) აბსოლუტურად არ გულისხმობს მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში ადგილებზე რაიმე გადაწყვეტილებების მიღებას და გახორციელებას. სწორედ ამიტომაა საზოგადოებისთვის გაუგებარი ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების ასეთი რაოდენობა. საყოველთაო ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ისმის კითხვა _ რეგიონის მოსახლეობის ჯიბიდან თავმოყრილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით რამდენად სამართლიანია საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების მატერიალური კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრება. აქ იგულისხმება სერიოზული ხელფასები, ხარჯები, ბოლო მოდელის უცხოური ავტომობილები და ა.შ." _ ამბობს „ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

პროფესიით პედაგოგი, 68 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას გამგეობაში დასაქმებულ ადამიანებზე, არც მათი ხელფასების შესახებ სმენია რამე.

„არც ჩვენთან მოსულან და არც მე შემიწუხებია არასოდეს. არა მგონია, საჭირო იყოს გაზრდილი შტატები და ამდენი ათასების დახარჯვა", - გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა. მას ასევე არაფერი სმენია გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომლებზე. როგორც მან გვითხრა, მისთვის მხოლოდ ზოგადად არის ცნობილი, რომ საჯარო მოხელეებს პედაგოგებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

ახალი ამბები