12:25, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილების გამოსახლების გამო, საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

30.08.2010

მეტ რობინსონი, მარგარიტა ანთიძე, როიტერი

საქართველო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ომის დროს იძულებით გადაადგილებული ასობით ადამიანის სახელმწიფო შენობებიდან ძალით გამოსახლების გამო. სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვის იმედი აქვს.
 
აგვისტოს გამოსახლებები დევნილებთან დაკავშირებული იმ მასობრივი პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში აჯანყებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტებიდან და მოგვიანებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან მომდინარეობს.

მაგრამ ის გამოსახლებული ადამიანები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი (IDPs) აქვთ, ჩივიან, რომ ისინი ძალიან ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს და ბევრმა ალტერნატიულ საცხოვრებელზე აჯანყებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში უარი განაცხადა.

სხვები თბილისში ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ავარიულ შენობაში შეასახლეს, სადაც საწოლები, გამათბობლები და საპირფარეშოები ერთ ოთახშია.

აფხაზეთიდან დევნილები, თბილისში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ბევრი მათგანი ძველ საავადმყოფოებში, ბარაკებსა და გამომცემლობებში) მას შემდეგ, რაც 200 000 ადამიანი შავი ზღვის სანაპირო რეგიონიდან გამოიქცა, როცა ეს რეგიონი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველოს იურისდიქციას გამოეყო.

13 აგვისტოს, ათობით დევნილი ავტობუსებით გადაიყვანეს შორეულ სოფელში, თბილისიდან 350 კილომეტრის დაშორებით აფხაზეთის საზღვართან, სადაც მათ მისცეს გარემონტებული ბარაკები ელექტროგაყვანილობის, ავეჯისა და სამუშაოს პოვნის პერსპექტივის გარეშე.

ამ კვირას გაერო-ს დევნილთა სააგენტომ (UNHCR) შეშფოთება გამოთქვა, რომ გამოსახლებები „აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ცირკულაციის გარეშე განხორციელდა“. თუმცა, განაცხადა, რომ პროცედურების გაუმჯობესების მხრივ პროგრესიც იყო.

საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას გამოსახლებაზე ხუთი დღით ადრე ზეპირი გაფრთხილება მისცეს და ცოტა რამ უთხრეს ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობაზე. ზოგიერთების თქმით, ისინი საერთოდ არ გაუფრთხილებიათ.

„აბსოლუტური მინიმუმი“

„მთავრობას ყველა მათგანის განსახლების პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ყველასთვის სახლების რაიონებში შეთავაზება სწორი არ არის“, – განაცხადა ეკა ფოფხაძემ, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“.

„ისინი აქ მუშაობენ. მათი შვილები დედაქალაქის სკოლებში და ინსტიტუტებში სწავლობენ. როგორ შესძლებენ ისინი დღეს ქალაქის დატოვებას?“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო კრიტიკას უარყოფს.

„არც ერთი მათგანი ქუჩაში არ დარჩება“, – განაცხადა მთავარმა ადმინისტრატორმა ვალერი კოპალეიშვილმა – „პროცესი გარკვეულ დროს დაიკავებს და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დევნილი არ დაკმაყოფილდება“.

ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აგვისტოს ანგარიშში საქართველოს მოუწოდა, ომის გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს „მინიმუმზე მეტი გაუკეთოს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი დასაქმება, ჯანდაცვა და შეღავათები.

ანგარიშის თანახმად, დევნილთა 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს.

ამ კვირას აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოასახლეს, სამინისტორს კიბეებთან პროტესტის ნიშნად  პირი აიკერა.

„სად უნდა ვიშოვო საჭმელი, როგორ უნდა ვჭამო?“ – თქვა 72 წლის დევნილმა ლუბა თოდუამ, რომელსაც პირი არ აუკერია.

„რას აკეთებდა ჩვენთვის (ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ) შევარდნაძე და ახლა ესენი რას აკეთებენ?“ – დასძინა თოდუამ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია დევნილების მხარდამჭერ ქუჩის პატარა აქციებს აწყობს, ცდილობს რა ოპოზიციის გაცოცხლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიან აქციებს გადაურჩა, როდესაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ-ოსეთზე.

ომი სააკაშვილს დასავლელი მოკავშირეების ნდობის ფასად დაუჯდა, რომელთა უმრავლესობა უკვე შეშფოთებული იყო პრეზიდენტის აშკარა ავტორიტარული დამოკიდებულებით დემოკრატიის და თავისუფალი მედიის მიმართ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Jeanne
2011-07-15 10:49
A miutne saved is a minute earned, and this saved hours!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC