კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს

1 სექტემბერი, 2010
სოხუმის რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს. ამის შესახებ გამოცემა „ვზგლიადს“ ჟენევის დისკუსიებზე სოხუმის რეჟიმის ლიდერის წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.

ჩირიკბას ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე სოხუმის რეჟიმი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალ პროექტს წარადგენს, რომელიც ძალის გამოუყენებლობისა და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიების ნაწილებისგან შედგება. ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს გაერო-ს დამკივრვებლების განლაგებას სოხუმი მხარეებს სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში სთავაზობს.

„ეს არ იქნება სამშვიდობო ძალები. ეს შესაძლებელია, იყოს გაერო-ს სადამკვირვებლო პოსტები ჩვენს მხარეზე, ევროკავშირის კი - ქართულ მხარეზე, რომლებიც სიტუაციას დააფიქსირებენ და ინფორმაციებს წარმოადგენენ“, - განმარტა ჩირიკბამ.

კავკასიის უფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 14 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები