კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო პენ-კლუბის წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

13 სექტემბერი, 2010
9 სექტემბერი, 2010 წელი

თქვენო აღმატებულებავ, საერთაშორისო პენი გახლავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწერალთა, დრამატურგთა, მთარგმენლთა, გამომცემელთა და ჟურნალისტთა გაერთიანება, რომელსაც 101 ქვეყანაში 144 მოქმედი ცენტრი აქვს.   ჩვენი ორგანიზაცია მკაცრ პროტესტს გამოხატავს საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის ახლანდელ დაპატიმრებასა და გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც შედეგად მოჰყვა მათ მშვიდობიან დემონსტრაციას.

2010 წლის 14 აგვისტოს პოეტები შოთა გაგარინი, ალექსი ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე მშვიდობიან აქციას ატარებდნენ ჯორჯ ბუშის გამზირზე თბილისში.  მათ მოითხოვეს ჯორჯ ბუშის გამზირისთვის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევა, წაიკითხეს ამ მსოფლიოში პატივსაცემი ამერიკელი ავტორის ლექსები და მოხატეს ჯორჯ ბუშის ფოტოგრაფია.  სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის გავრცელებული განცხადების საფუძველზე, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ისინი დააპატიმრეს შემდეგი ბრალდების საფუძველზე: საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლი „ბოროტი დაუმორჩილებლობა პოლიციის ორგანოებისადმი“.  15 აგვისტოს, დახურულ სასამართლოს სხდომაზე, სადაც მათ ნათესავებს და პრესის წარმომადგენლებსაც უარი ეთქვათ დასწრებაზე, ისინი გამოაცხადეს დამნაშავეებად 173 მუხლის დარღვევის ბრალდებით.  მოსამართლემ არ მიიღო მტკიცებულებად გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ არავითარ წინააღმდეგობას პოლიციის მიმართ ადგილი არ ჰქონია.  თითოეული მათგანი დაჯარიმდა დაახლოებით 250 ამერიკული დოლარით (400 ლარი). ჩვეული ჯარიმა პლაკატის მოხატვისათვის გახლავთ არაუმეტეს 30 დოლარისა, დაპატიმრების გარეშე.  მათ დღემდე არ მიუღიათ პასუხი გასაჩივრების პროცესზე.

ეს პოეტები კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც ხშირად იყენებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებს საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად. ინფორმაცია, რომ ასეთი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ხშირად დაპატიმრებულნი არიან და სასამართლო არ არის სამართლიანი, იწვევს დიდ შეშფოთებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მწერალთა საერთაშორისო საზოგადოებრიობაში.  უფრო მეტიც, საზოგადოების ზოგიერთი წევრის აგრესიულმა რეაქციამ, რომელმაც გამოიწვია ერთ-ერთი მათგანის მიერ სამუშაოსა და სარჩო-საბადებლის დაკარგვა, აღძრა შიში, რომ მათი უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დგას. ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული ასეთი დამქირავებლების მიმართ დაუსჯელობის კლიმატის არსებობით საქართველოში.

საერთაშორისო პენ-კლუბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო სამი პოეტისათვის. შოთა გაგარინს, ალექსი ჩიღვინაძეს და ირაკლი კაკაბაძეს უნდა მიეცეთ საშუალება თავისი იდეების თავისუფლად გამოხატვისათვის.  ჩვენ აგრეთვე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა დამქირავებელი გააფრთხილოს - მუქარების გამოყენება დაუშვებელია და ეს მუქარები დასჯადია, და უზრუნველყოს, რომ კანონი დაცული იქნას სასამართლოში.

პატივისცემით,
იუჯინ შულგინი, საერთაშორისო მდივანი
მარიან ბოტსფორდ ფრეიზერი, პატიმარ მწერალთა კომიტეტი

ახალი ამბები