კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში

24 სექტემბერი, 2010
ინციდენტი მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში. სააგენტომ ასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყვიტა იმ მიზეზით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით ისინი დღიური ანაზღაურების სანაცვლოდ, რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე სამუშაობზე მუშებად დასაქმდნენ. სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას სოციალურად დაუცველთა პროტესტი მოჰყვა.

ათობით ადამიანი სააგენტოს ოფისში მივიდა და ხელმძღვანელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. „სააგენტოს თანამშრომლებმა გვითხრეს, თქვენ შემოსავალი გაგიჩნდათ და დახმარებაც ამიტომ შეგიწყდათო. იმ ორგზანიზაციიდან, რომელმაც რამდენიმე დღით დაგვასაქმა, ცნობებიც კი  მივიტანეთ სააგენტოში, რომ მუშებად მხოლოდ რამდენიმე დღე ვმუშაობდით, მაგრამ დახმარება მაინც შეგვიწყვიტეს“, - აღნიშნეს სოციალურად დაუცველებმა.

ვითარების გარკვევის დროს რამდენიმე ადამიანი ავად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების უფროსის ზურაბ ნატროშვილის თქმით, სააგენტო აღნიშნულ საქმეებს სწავლობს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები