კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კლინტონმა გილაური საქართველოში რთული საშინაო დავალებით გამოისტუმრა

7 ოქტომბერი, 2010
„2012-2013 წლების არჩევნებში საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ არათუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს“

ალექსი ბეჟანიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გამოსვლის ოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა. კლინტონი სიტყვით 6 ოქტომბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონიც ესწრებოდნენ. ჰილარი კლინტინის თქმით, თავისუფალი არჩევნები, სანდო ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გრძელვადიანი სტაბილურობისა და ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმურობის საწინდარია.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ, როგორც საკუთარი ვალდებულებების ნაწილს, კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერებში, რათა ეს ქვეყანა ერების დასავლეთის ოჯახის აყვავებული და დაცული წევრი გახდეს.

კლინტონის განცხადებით, თავისუფალი არჩევნები, სანდო ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გრძელვადიანი სტაბილურობისა და ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმურობის საწინდარია.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიამ საქართველოში დიდი ნაბიჯები გადადგა. მუცინიპალურმა არჩევნებმა ხელშესახები პროგრესი აჩვენა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა – პოლიტიკური კონკურენციის, ანგარიშვალდებულების, მათ შორის მაისის არჩევნებში ნებისმიერი სავარაუდო დარღვვევის საფუძვლიანი გამოძიების მიმართულებებით“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სახელწმიფო მდივნის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ არა თუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

კლინტონმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება ბევრი სხვა ქვეყნისთვის ანალოგიური წარმატების მიღწევის მოდელის როლს თამაშობს.

„მოუთმენლად ველოდებით, გავაგრძელოთ თქვენთან ერთად მუშაობა მიზნების მისაღწევად, მხარი დაგიჭიროთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა სამოქლაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან“, - განაცხადა კლინტონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმა არის ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას .

როგორც აშშ-ს სახლწმიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ კლინტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმა წარმოადგენს საქართველოს შესაძლებლობას, აშენოს იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რასაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია. იმედი მაქვს, პარლამენტი გააცნობიერებს ამ შესაძლებლობას და საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის შემდეგ დასკვნებს გამოიტანს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სისტემის კონტროლისა და დაბალანსების გაძლიერებისკენ. შეერთებული შტატები მზად არის, ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა კლინტონმა.

მისივე თქმით, აშშ ზრუნავს საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოკრატიისთვის და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, ააშენოს უკეთესი მომავალი.

ვენეციის კომისია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს

ჰილარი კლინტონის სიტყვებით  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ფაქტობრივად, პირდაპირ მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, თავი აარიდოს საეჭვო მანიპულაციებს ახალი კონსტიტუციის მიღებისას. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მეორე მოსმენით მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი. მესამე მოსმენის გამართვამდე გამოიკვეთა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ზოგიერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ვენეციის კომისიის დასკვნას არც ელოდებიან და კონსტიტუციის დამტკიცებას დაჩქარებული წესით აპირებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს არ ესმის, რატომ უნდა დაუსვას წერტილი ვენეციის კომისიის დასკვნამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს. ამის შესახებ გაბაშვილმა 1 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა. გაბაშვილმა უპასუხა „ქრისტიან-დემოკრატ“ დეპუტატს, ნიკა ლალიაშვილს, რომელმაც წაიკითხა ვენეციის კომისიის კრიტიკა  პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ლალიაშვილმა ამ საკითხზე დებატებისთვის „წერტილის დასმა“ მოითხოვა.

გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის ვერანაირი დასკვნა ვერ დაუსვამს წერტილს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს, რადგან საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს.

„წერტილს სვამს მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა გაბაშვილმა და ზოგადად, პროექტით არსებულ უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს მოქნილი უწოდა.

გაბაშვილმა იმ ქვეყნის მთავრობა გაიხსენა, რომელიც პოლიტიკური ტემპერამენტით საქართველოსთან ახლოს არის, კერძოდ - იტალიის და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ერთ თვეში 12 მთავრობა შეიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მუდმივად გადადიოდა და გადმოდიოდა ერთი ფრაქციიდან მეორეში.

„საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი რამ მოხდეს. საკითხი როცა  უნდობლობას ეხება, ეს კონცეპტუალურ საკითხებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლას“, – დასძინა გაბაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია და ვენეციის კომისიაც მიიჩნევენ, რომ პროექტში პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები იმდენად გაწელილია, რომ ის პოლიტიკური კრიზისების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კრიტიკად და შენიშვნად არ აღუქვამთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები - ნუგზარ წიკლაური და ლაშა თორდია ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ვენეციის კომისიასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ერთი წელი მუშაობდა; მიღებული აქვთ სამი ძირითადი დასკვნა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს, როგორც სვერლინგის, ისე ვარშავის კონფერენციებშიც და ვენეციის კომისიის შენიშვნასთან დაკავშირებით უკვე აღარანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ პარლამენტი უნდა დალოდებოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს იყო ხელისუფლების ოპონენტების ხელოვნური სურვილი, მუდმივად გადადებულიყო ეს პროცესი, რაც ხელისუფლებასაც დაუშვებლად მიაჩნდა.


„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები