კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილი: „ თუ ეს ითვლება პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობ, რომ პოლიციური სახელმწიფო გვაქვს“

7 ოქტომბერი, 2010
„ადრე პოლიციელებს „ძაღლებს“ ეძახდნენ, ისევე, როგორც რუსეთში „მენტს“, თუმცა დიდი ხანია ვინმესგან ეს სიტყვა არ მომისმენია“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ დამნაშავეების ტელეფონებს ვუსმენთ. ამ სიტყვას ისინიც კი არ ამბობენ“, - დასძინა მინისტრმა. ჟურნლისტის კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფო გახდა, მერაბიშვილმა განმარტა, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საქართველოში არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა არ მომხდარა და თუ ეს არის პოლიციური სახელმწიფო, მაშინ ამაყობს, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა.

„დანაშაულის სიხშირე 5-ჯერ თუ 7-ჯერ შემცირდა. ნებისმიერ გამვლელს ჰკითხეთ: როდის გაქურდეს ბოლოს, როდის გაიტაცეს მანქანა, გახადეს ტყავის ქურთუკი ან წაართვეს მობილური ტელეფონი? გააჩერეთ 1000 ადამიანი და ჰკითხეთ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავად ან მისი ახლობლები ხომ არ გაუქურდავთ? საქართველოში არ არსებობს ისეთი ცნების გაგება, როგორიცაა რეკეტი. არ არის ორგანიზებული დანაშაული, არ იტაცებენ ადამიანებს და მანქანებს. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა არ მომხდარა. თუ ამას დავუძახებთ პოლიციურ სახელმწიფოს, მაშინ ვამაყობ, რომ საქართველოში პოლიციური სახელმწიფოა აშენებული; თუ საზოგადოების ყველაზე კარგ წევრებს პოლიციელობა უნდათ, ტარდება დიდი კონკურსი, 1000 კაციდან ერთს იღებენ და შემდეგ ის თავად ქრთამს არ იღებს - თუ ამას ჩავთვლით პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობთ, რომ ასეთი სახელმწიფო გვაქვს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ პოლიციას მოსახლეობის 82% ენდობა.

შს მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, მომავალი წლიდან მართვის მოწმობების ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
 
„ერთ წელიწადში ვაპირებთ, მძღოლებს მართვის მოწმობის ტარების ვალდებულება გავუუქმოთ. პატრული საჭესთან მსხდომებს სახელსა და გვარს შეეკითხება, შემდეგ კი, კომპიუტერის ეკრანზე შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა ფოტო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სახელმწიფო ბიუროკრატიის შესამცირებლად. რაც ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად საქმეებში, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზეა გადასული.

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ

ვიდეოჩანაწერი


ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები