კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული ბავშვის ახლობლები პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

17 ნოემბერი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 წლის ვასილ წიკლაურის ახლობლები სამართალდამცავებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბავშვის კვალი საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში იკარგება.

მოზარდის მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მათ შვილს გზა აებნა, საზღვარი გადაკვეთა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა. „ბავშვი გატაცებულია, თორემ უნდა გამოჩენილიყო. მკვდარი მაინც ხომ უნდა გამოჩნდეს. რამე ნივთი მაინც ხომ უნდა ვიპოვოთ. არაფერი არ ჩანს“, - აღნიშნავს ვასილ წიკლაურის მამა თამაზ წიკლაური.

ვასილ წიკლაური სახლიდან 26 სექტემბერს მეგობართან ერთად გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს. პოლიციის სამმართველოში მშობლების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბავშვის მოსაძებნად ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები