კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილნაცვალი და გაბრაზებული ქართველები

18 ნოემბერი, 2010
The Economist

როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში რჩება, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ? ეს ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, სადაც დაახლოებით 230 000–მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990–იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა და დაახლოებით 20 000–ზე მეტი ასევე იძულებით გახდა დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ.

ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ახალი ცხოვრება მოიწყო: მათ აქვთ სამუშაო, საკუთრება და ნორმალური მოქალაქეებივით ცხოვრობენ. მაგრამ უმრავლესობა გეტოში ცხოვრობს და მთავრობის გამხნევების ამარაა დარჩენილი, რომელიც მას არწმუნებს, რომ დაბრუნების პერსპექტივა გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გარდაუვალია.

2008 წლის ომმა ასეთ ოცნებებს ბოლო მოუღო. მართალია ქართველი ჩინოვნიკები ჯერ კიდევ იცავენ ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლებას, რომელთაგან ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა აღიარებენ, რომ ეს მალე ვერანაირად ვერ მოხდება. სანაცვლოდ, ისინი „ადგილობრივი ინტეგრაციის“ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემას, მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და  ავტონომიურობის წახალისებას სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნაცვლად. აქ შედის ახალი დასახლებების მშენებლობა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და პრივატიზება, ასევე ფულადი კომპენსაციის შეთავაზება მათთვის ვისაც ეს არ სურს.

უცხოელმა დონორებმა დახმარება არ დააყოვნეს. 2008 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ქვეყნის რებილიტაციისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და ამ თანხიდან დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ დიდი ნაწილი განისაზღვრა. თანხის დიდი ნაწილი მთავრობის გავლით დაიხარჯა. ქართველმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკისა და პროცესების კორექტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ხშირად მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან. პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავდა მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას და არეგულირებდა ერთი ადგილიდან მეორეგან გადასახლების პროცესის მმართვის პრინციპებს, მოწონებულ იქნა.            

ეს ყველაფერი ჯერ–ჯერობით წესრიგშია. თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება სხვა საქმეა. ოფიციალური პირების თქმით, მათ დევნილებს შესთავაზეს „ინფორმირებული არჩევანი“ განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს შორის. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ რეალური არჩევანი იმაში მდგომარეობდა, დათანხმებულიყვნენ თუ არა ისინი, ერთადერთ შეთავაზებულ ვარიანტს.

სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდ ჩატარდა და საცხოვრებლები ხელახლა გარემონტებას საჭიროებს. ჩინოვნიკებს აკრიტიკებენ, რომ საცხოვრებლები იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რითაც სოფელში მცხოვრები ბევრი ქართველი სარგებლობს, და ყველაფერი მხოლოდ უცხოელი დონორების დასამშვიდებლად გაკეთდა.

ყველაზე სადაო, ამ ზაფხულში თბილისში განხორციელებული გამოსახლებების ტალღა გახდა, რომელიც კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით მოხდა. ის რომ დევნილებს სხვადასხვა შენობები ჰქონდათ დაკავებული, ცხადია, უკანონო იყო. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ გონივრული გაფრთხილება, არც შეთავაზება ალტერნატიულ საცხოვრებელზე.

თბილისში საცხოვრებელი ფართის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს საცხოვრებელი დასავლეთ საქართველოს მოშორებულ რაიონებში შესთავაზა. თუმცა მან მაინც ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად, რომლებმაც რამდენიმე კვირა სამინისტროს წინ კარვებში გაატარეს. ადამიანები, რომლებიც ომის გამო ერთხელ უკვე იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, მეორედ ამის გადატანა აღარ სურთ. ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა დევნილმა ბენზინი გადაისხა და საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა. ის დღემდე რეანიმაციაშია.

ახალი ამბები