00:39, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილი ძველ ფერმაში ცხოვრობს

22.11.2010

შორენა ლათათია, მუხრანი-თბილისი

ახალგორიდან დევნილი უშანგი რუსიტაშვილი ორ წელზე მეტია, მიტოვებულ ფერმაში, გაუსაძლის და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს თავშესაფარი მინიმალურ საცხოვრებელ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ რადგან რუსიტაშვილს კომპენსაცია (10.000 დოალის ეკვივალენტი ლარებში) ჯერაც არ მიუღია, სხვაგან წასასვლელი არსად აქვს.

„2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის რაიონ სოფელ დორედკანში ვცხოვრობდი და თავს მეცხოველეობით ვირჩენდი. როცა გადმოვედი თან საქონელიც გადმოვიყვანე. გზაში ეს მიტოვებული ფერმა შევნიშნე, მეპატრონეს ნებართვა ვთხოვე და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ“, – განაცხადა უშანგი რუსიტაშვილმა.

სხვა დევნილების მსგავსად, მასაც არჩევანის გაკეთება ფულად კომპენსაციასა და კოტეჯს შორის მოუხდა.

„ჩემი სამი ვაჟიშვილი და მეუღლე წეროვანში ცხოვრობენ. მე ფულად კომპენსაციაზე ჩავეწერე.  ამჟამად 4 სული ძროხა და 30-მდე ცხვარი მყავს და ბუნებრივია, მათთან ერთად ჩასახლებაში ვერ ვიცხოვრებდი. საქონელი ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია ესენი რომ გავყიდო, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა უშანგი რუსიტაშვილმა.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ის დევნილები, რომლებსაც კოტეჯის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია აირჩიეს დღემდე გაურკვეველ მოლოდინში არიან.

„ახალგორის გამგეობაში მითხრეს, რომ სიაში ვარ ჩაწერილი, მაგრამ არ იციან, უშუალოდ როდის გასცემენ კომპენსაციას. აქ ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. არც ისაა გამორიცხული, რომ მესაკუთრემ ფერმის დატოვება მომთხოვოს. კომპენსაცია რომ მოეცათ, სადმე მიწის ნაკვეთს შევიძენდი და პატარა სახლს ავიშენებდი“, - ოცნებობს უშანგი რუსიტაშვილი.
 
კომპენსაციებთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუმცა, უწყება ზუსტად ვერ გვპასუხობს, როდის დასრულდება დევნილთათვის კომპენსაციის გაცემა. 

ფერმაში, სადაც ამჟამად რუსიტაშვილს უწევს ცხოვრება, არ არის წყლისა და კანალიზაციის სისტემა. ამიტომ ირგვლივ სრული ანტისანიტარიაა. ფანჯრებზე პოლიეთილენია გაკრული და ოთახებში ქარი თითქმის ისევე უბერავს, როგორც გარეთ. ამის გამო პატარა შეშის ღუმელით გამთბარ ოთახში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC