კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

30 დეკემბერი, 2010
24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ წაყენებული ახალი ბრალდება განიხილა. ეს უკვე რიგით მეშვიდე ბრალდებაა და სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანმშრომლისთვის ქრთამის მიცემას ეხება.
 
გამოძიების მასალების თანახმად,  2010 წლის 13 ივნისს, გამსახურდიას დავალებით, სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაკავებულის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა და კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდაც 500 ლარი მიიღო. ექსპრეზიდენტის შვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც მისი ადვოკატი მანანა კობახიძე აცხადებს, საქმის მასალებიდან იკვეთება,  რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას ციხის თანამშრომლის მხრიდან.

“ ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, უნდა ფიგურირებდეს ისიც, თუ როგორ უყვება ციხის თანამშრომელი ცოტნეს, იმის შესახებ რომ შვილი ჰყავს ძალიან ავად და სთხოვს ფულად დახმარებას. როგორც ჩანს, ჩანაწერი დაამონტაჟეს და ეს ნაწილი მთლიანად ამოიღეს. როგორც გამსახურდია აცხადებს, ციხის თანამშრომელს თანხა ასესხა და იქ არავითარ ქრთამზე საუბარი არ ყოფილა”- აცხადებს მანანა კობახიძე, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი.
 
24 დეკემბრის პროცესს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცოტნე გამსახურდიას პროცესზე 26 გვერდიანი განცხადების წაკითხვა სურდა, რომელშიც იგი პატიმართა წამების ფაქტებზე საუბრობდა, თუმცა მოსამართლემ ეს პოლიტიკურ განცხადებად ჩათვალა და გამსახურდიას მისი წაკითხვის უფლება არ მისცა.  ექსპრეზიდენტის შვილმა პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის თაობაზე და აგრეთვე, ითხოვა იმ ვიდეომასალის გაცნობის უფლება, რასაც ბრალდება ეყრდნობა. შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, პროცესი კი 6 იანვრისთვის გადაიდო.

 სალომე აჩბა

ახალი ამბები